პროექტი


პროექტი:
1. პროექტის სახელწოდება:  "ვდებატობთ წესების დაცვით'

2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
მოსწავლეების მხრიდან სადებატო რეზოლუციის შერჩევა, წესების კიდევ ერთხელ გამეორება და დებატების ორგანიზება.
დებატების ხელოვნება  ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ინფორმაციის მიღების/გადამუშავების/კრიტიკული აზროვნების გავარჯიშებისათვის, რომელიც საშუალებას აძლევს გუნდებს იდებატონ მათთვის საინტერესო საკითხის ირგვლივ, განივითარონ კრიტიკული აზროვნება მოიყვანონ დადებითი და უარყოფითი არგუმენტები რომლსაც ისინი ფიქრობენ რომ არსებობს და ამ არგუმენტაციის საფუძველზე შემდგომ მოხდეს ბევრი სხვა საკითხების ძირეულად განხილვა.

3. პროექტის აქტუალობა:
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებში ნაკლებად არის განვითარებული ისეთი უნარ-ჩვევები, რომელსაც საჭიროებს დებატები და დღევანდელი 21 საუკუნე, ამიტომაც დებატების ხელოვნება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, არგუმენტებზე დაფუძნებულ მსჯელობას და დეტალებზე ყურადღების გამახვილებას.

4.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებისათვის დებატების კულტურის დახმარებით კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება, არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობის განვითარება და დეტალებზე ყურადღების კონცენტრაცია.

5. მონაწილეთა ასაკი15-16 

6. ვადები/ხანგრძლივობა
დებატების წესების გაცნობა; დებატების რეზოლუციის შერჩევა, მომზადება - 1 დღე
დებატების ორგანიზება(კარლ პოპერის სტილით, შემოკლებული ვარიანტი)-ჯგუფების რაოდენობის მიხედვით. - 1 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
გაიზრდება მონაწილეთა დისკუსიისა და დებატების წარმოების უნარ-ჩვევები;
ხელი შეეწყობა კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში
გაიზრდება მონაწილეთა არგუმენტირებული მსჯელობის წარმოების უნარი.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
დაფა, ცარცილეპტოპი, პროექტორი, დებატების სასწავლო რესურსი (POWERPOINT); A/4 ფორმატის ფურცლები, კალმები.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) :

  • მოსამზადებელი სამუშაო;
  • ტრენინგი - დებატების ხელოვნებაზე, რეზოლუციის შერჩევა, მომზადება
  • დებატების ორგანიზება;
  • რეფლექციის მომზადება.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოქ.X.10.
  • მოსწავლეს შეუძლია  საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობებისკვლევადაგამოყენება
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): 
თამარ ბაუჟაძე

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
tamarbauzhadze@gmail.com

13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:https://tamarbauzhadze.blogspot.com/p/blog-page_14.html

Комментариев нет:

Отправить комментарий