среда, 18 июля 2018 г.

ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგის რეფლექსია

4 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით, . ბათუმის N1 საჯარო სკოლაში გავიარე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ტრენერი- ნათია ცინცაძე.           

ტრენინგის მიზანი: საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის  მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შესაბამისად.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 32 საკონტაქტო საათი.

ტრენინგი იყო საინტერესო, დატვირთული პრაქტიკული მეცადინეობებით. გავიარეთ ელექტრონული ფოსტის Gmail-ის გამოყენება როგორც სასწავლო რესურსი.  აქვე საოფისე პროგრამები Word;  Exel;  PowerPoint-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, აუდიო/ვიდეო გაფორმებებითა და სხვადასხვა დამატებითი ფუნქციებით.                                                
განსაკუთრებით საინტერესო სიახლე იყო ჩემთვის ბლოგის შექმნა და მისი როგორც სასწავლო რესურსის სახით გამოყენება.  
ტრენინგის თითოეული დღე ჩემთვის იყო საინტერესო სიახლეებით დატვირთული, სამუშაო პროცესი სრულად ორიენტირებული იყო ისტ-ის გამოყენებით მიდგომებზე, რამაც საბოლოო ჯამში მომცა საშუალება შემექმნა ბლოგი და ამ ბლოგზე თითოულ ჩანართში სწორად ამეტვირთა ტრენინგის განმავლობაში შექმნილი მასალები. ამ მასალების შექმნა კი თავის მხრივ საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა აღმოჩნდა.
მუშაობის პროცესში აქტიურ დახმარებას, კონსულტირებას და სწავლებას გვიწევდა ტრენერი: ნათია ცინცაძე.
ტრენინგი საკმაოდ ორგანიზებულად ტარდებოდა, თითოეული შეხვედრა იყო კარგად დაგეგმილი და გათვლილი, მორგებული მსმენელთა საჭიროებებზე, როგორც ერთობლივად სწავლების პროცესში ასევე ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

მადლობა ნათია ცინცაძეს იმისათვის, რომ იყო ნამდვილად კარგი ტრენერი და სწავლა/სწავლების პროცესი სრულად მოარგო მსმენელთა საჭიროებებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий